Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

დეკანის ბრძანება

                                                                                                                                   

№ 08/29 - 01

02.03.2021

ქ.თბილისი

 

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტების სადისერტაციო თემებისა და  მეცნიერ-ხელმძღვანელების  დამტკიცების, ასევე დამტკიცებული სადისერტაციო თემის ცვლილების შესახებ      

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „კ“ ქვეპუნქტებისა და მე-6 პუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:

დამტკიცდეს სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტების სადისერტაციო თემები და მეცნიერ-ხელმძღვანელები:

1.1. ნათია შარაბიძე - „ეფექტიანი საბიუჯეტო პოლიტიკის გავლენა ეკონომიკურ    ზრდაზე“

      მეცნიერ-ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი  მიხეილ ჩიკვილაძე

მედეა შაფათავა - „რეტროეკონომიკის დაძლევის ძირითადი მიმართულებები  გლობალიზაციის პირობებში  (საქართველოს მაგალითზე)“

      მეცნიერ-ხელმძღვანელი: აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა

მიხეილ მუმლაძე - ,,შრომის მწარმოებლურობასა და საშუალო ხელფასს შორის თანაფარდობის  სრულყოფის ძირითადი მიმართულებები პოსტსაბჭოთა ქვეყნებში (საქართველოს მაგალითზე)“

მეცნიერ-ხელმძღვანელი: აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა

მერაბ ლომინაძე - ,,პრივატიზაცია და კერძო მეწარმეობის განვითარება საქართველოში“

      მეცნიერ-ხელმძღვანელი: პროფესორი   ეთერ ხარაიშვილი

მარიამ ტყაბლაძე - “გლობალურ გარემოში მომსახურების მენეჯმენტში არსებული გამოწვევები და მათი სრულყოფის გზები”

მეცნიერ-ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი   ნინო ფარესაშვილი

2. დოქტორანტ ნინო მელითაურს, სადისერტაციო თემის: “წონასწორობა კონკურენტულ ეკონომიკაში საზოგადოებრივი საქონლის და ექსტერნალიების გათვალისწინებით” ნაცვლად დაუმტკიცდეს: “საერთაშორისო ვაჭრობა მაკროეკონომიკური წონასწორობის თეორიულ და ემპირიულ მოდელებში (საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვაჭრობის მაგალითზე)”.

მეცნიერ-ხელმძღვანელი:  პროფესორი იური ანანიაშვილი

3. ამ ბრძანების გაცნობა დაინტერესებული პირებისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის დაევალოს ფაკულტეტის კანცელარიას.

4. წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.

5. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

 

ფაკულტეტის დეკანი    პროფესორი          გიორგი ღაღანიძე